ანტონიო ტაიანი - საბჭოს ხვალინდელი სხდომა მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციაში, აუცილებელია, აღვნიშნოთ პროგრესი, რომლის მიღწევის დაპირება დადო საქართველომ
ანტონიო ტაიანი - საბჭოს ხვალინდელი სხდომა მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციაში, აუცილებელია, აღვნიშნოთ პროგრესი, რომლის მიღწევის დაპირება დადო საქართველომ

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, საბჭოს ხვალინდელი სხდომა არის მნიშვნელოვანი ეტაპი ევროინტეგრაციაში. მისივე თქმით, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, აუცილებელია, აღინიშნოს პროგრესი, რომლის მიღწევის დაპირების შესახებ განაცხადა საქართველომ.

„საბჭოს ხვალინდელი სხდომა მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციაში. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საჭიროა გაწევრიანებისთვის, თუმცა მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ომის დროს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ჩვენ აღვნიშნოთ პროგრესი, რომლის მიღწევის დაპირება დადო საქართველომ. ამასთან, როგორც აღინიშნა, უნდა იყოს ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების განსაკუთებული შესაძლებლობები.

ამავე დროს, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს მოქალაქეებს – სასურსათო კრიზისი, ინფლაცია, ენერგორესურსების გაძვირება – ყველაფერი ეს აზარალებს ჩვენს ოჯახებს და კომპანიებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველყოფა სოლიდარობის დერეფნების საშუალებით, რომლებიც ამ დროისთვის, როგორც ჩანს, კარგად არ მუშაობს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანმა.