ანტონიო ტაიანი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში  10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
ანტონიო ტაიანი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში  10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

ევროპარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში დამატებით 10  მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ განცხადება ანტონიო ტაიანიმ, სოფიაში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე გააკეთა. მისი თქმით, ბალკანეთის რეგიონის ეკონომიკური ზრდა ევროპისთვის გადამწყვეტია.

„ევროპული ინვესტიციები, რომელთა საერთო მოცულობა 10 მილიარდი ევრო იქნება, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. მათ შორის, გზების და ავტომაგისტრალების მოწყობაზე. ასევე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე. მე ასევე მხარს ვუჭერ ევროკომისიის ინიციატივას, რომ სერბეთი და მონტენეგრო 2025 წლამდე ევროკავშირის წევრები გახდნენ “, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.