ანტონიო კონტეს „ინტერმა“ „სერია ა“ მოგებით დაიწყო - ლუკაკუმ დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო]
იტალიის „სერია ა“-ს ახალ გათამაშებაში დასრულდა პირველი ტური, რომელშიც ჩემპიონობის ერთ-ერთმა კანდიდატმა „ინტერმა“ შინ, ანგარიშით 4:0 მოუგო „ლეჩეს“. მილანელთა რიგებში გოლები გაიტანეს მარსელო ბროზოვიჩმა (21-ე წუთი), სტეფანო სენსიმ (24), რომელუ ლუკაკუმ (60) და ანტონიო კანდრევამ (84).
ეს იყო „ინტერის“ პირველი მოგება ოფიციალურ მატჩებში ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით.
„ინტერმა“ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰანდანოვიჩი, ასამოა, რანოკია, დ’ამბროზიო, შკრინიარი, ბროზოვიჩი, ვესინო (66. ბარელა), სენსი (73. გალიარდინი), კანდრევა, ლუკაკუ, მარტინესი (78. პოლიტანო).