ანტონიო კონტეს „ინტერმა“ „სერია ა“ მოგებით დაიწყო – ლუკაკუმ დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო]
იტალიის „სერია ა“-ს ახალ გათამაშებაში დასრულდა პირველი ტური, რომელშიც ჩემპიონობის ერთ-ერთმა კანდიდატმა „ინტერმა“ შინ, ანგარიშით 4:0 მოუგო „ლეჩეს“. მილანელთა რიგებში გოლები გაიტანეს მარსელო ბროზოვიჩმა (21-ე წუთი), სტეფანო სენსიმ (24), რომელუ ლუკაკუმ (60) და ანტონიო კანდრევამ (84).
هدددددددددددددددددددددددددددددددف الإنتر الثالث ” لوكاكو ” HD
الإنتر 3 × 0 ليتسي
via @i7S8R pic.twitter.com/b8bHojnAzq
— صـقـر أهـداف S8R (@Hd2008S8r) August 26, 2019
— timofeyatsenko (@timofeyatsenko) August 26, 2019
ეს იყო „ინტერის“ პირველი მოგება ოფიციალურ მატჩებში ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით.
„ინტერმა“ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰანდანოვიჩი, ასამოა, რანოკია, დ’ამბროზიო, შკრინიარი, ბროზოვიჩი, ვესინო (66. ბარელა), სენსი (73. გალიარდინი), კანდრევა, ლუკაკუ, მარტინესი (78. პოლიტანო).