იტალიური საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ „უდინეზეს“ ნახევარმცველ როდრიგო დე პაულითაა დაინტერესებული.
მილანური კლუბი მზადაა, 25 წლის არგენტინელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“. ტრანსფერის ინიციატორი „ინტერის“ თავკაცი ანტონიო კონტეა, რომელიც ჰავბეკის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული.
მილანური კლუბის გარდა ფეხბურთელი „მილანს“ და „ნაპოლის“ სურთ. მიმდინარე სეზონში დე პაულმა „უდინეზეს“ რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.