ანტონიო კონტემ, შესაძლოა, „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიკელ არტეტა შეცვალოს #1TVSPORT
იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე მთავარ კანდიდატად განიხილებდა „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, თუ თანამდებობიდან დაითხოვენ ლონდონელთა ამჟამინდელ დამრიგებელს მიკელ არტეტას.
როგორც გაზეთი „ტაიმსი“ იტყობინება, ლონდონელთა ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები იტალიელ სპეციალისტთან.
პრემიერლიგის პირველი ორი ტურის შემდეგ, „არსენალს“ არც ერთი მოგება და არც ერთი გოლი არ აქვს. ასეთი რამ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა.
შეგახსენებთ, რომ კონტეს ბოლო სამუშაო ადგილი მილანის „ინტერი“ იყო, რომელიც გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონი გახადა.