ანტონიო კონტე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია იტალიაში

12:21, 12.09.2019

ცნობილი გახდა იტალიის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მთავარ მწვრთნელთა ხელფასები.

გამოცემა „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, პირველი ადგილი ყველაზე მდიდარი მწვრთნელების რეიტინგში ანტონიო კონტეს ეკუთვნის, რომელიც ამ ზაფხულს ჩაუდგა სათავეში „ინტერს“ – 11 მილიონი ევრო წელიწადში.

მეორე ადგილი უკავია მაურიციო სარის „იუვენტუსიდან“ – 5.5 მილიონი.

სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სამეულს ავსებს კარლო ანჩელოტი („ნაპოლი“ – 5 მილიონი).

ხუთეულში ასევე მოხვდნენ სინიშა მიხაილოვიჩი („ბოლონია“) და პაულუ ფონსეკა („რომა“).

ისინი წელიწადში სამ-სამ მილიონ ევროს იღებენ.

მსგავსი