ანტონიო კონტე - შესაძლოა, კვარაცხელია და ნერეში მორიგეობით ვათამაშოთ #1TVSPORT
ანტონიო კონტე - შესაძლოა, კვარაცხელია და ნერეში მორიგეობით ვათამაშოთ #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-18 ტურში „ვენეციასთან“ „სტადიო მარადონაზე“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებასთან ერთად, დავიდ ნერეშისა და ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენციაზე ისაუბრა.

„უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. 38 ქულა დავაგროვეთ, რაც სეზონის დასაწყისში ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრია. ბოლო ხუთი თვე ძალიან ინტენსიური და ემოციური იყო და ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს გულშემატკივრებისთვის სასიხარულო შედეგით დავასრულებთ.

რაც შეეხება კვარაცხელიასა და ნერეშის მოედანზე ერთად ყოფნას, ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც სასტარტო შემადგენლობაში თამაში ყველა მოთამაშეს შეუძლია, მაშინ ყველაფერი მეტოქეზეა დამოკიდებული, საუბარია ფეხბურთელებზე, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. არაა გამორიცხული, ხვიჩას და ნერეშს მორიგეობით მოუხდეთ თამაში.

ყველაზე დიდი პრობლემა წლის ბოლო მატჩია, შესვენება იწყება და ბევრი ფიქრობს, რომ საჭირო კონცენტრაცია შეიძლება დაგვაკლდეს. მაგრამ ამას არ ვეთანხმები, ისევე როგორც იმ მოსაზრებას, რომ „ვენეციასთან“ ადვილად გავიმარჯვებთ. ეს არის კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელთანაც სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენთვის საჭირო სამი ქულა რომ მოვიპოვოთ.

საერთოდ, იტალიის ჩემპიონატის დონემ აიწია. ინტენსივობა ძალიან გაიზარდა და გარდა ამისა, ჩემი აზრით, ჩვენ ტაქტიკური ასპექტით ბევრად უკეთესები ვართ. ბოლო წლებში ფეხბურთის ევოლუცია მოხდა, ამას ევროპაში ყველა ხედავს“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.