ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ არ გაწვრთნის – შემეძლო, მაგრამ უარი ვთქვი #1TVSPORT
ENFIELD, ENGLAND - OCTOBER 25: Antonio Conte, Manager of Tottenham Hotspur speaks during a Tottenham Hotspur Press Conference at Tottenham Hotspur Training Centre on October 25, 2022 in Enfield, England. (Photo by Justin Setterfield/Getty Images)
ანტონიო კონტემ ტელეკომპანია RAI-ის ეთერში თავის მომავალზე ისაუბრა. იტალიის ნაკრების, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილმა დამრიგებელმა ახსნა, თუ რატომ თქვა „ნაპოლის“ მწვრთნელობაზე უარი.
„„რომასა“ და „ნაპოლის“ თამაში ჩემში ინტერესს და ემოციას იწვევს. იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდების გაწვრთნის გამოცდილებას მივიღებ.
თუმცა, ამ ეტაპზე „ნაპოლის“ მწვრთნელობა ჩემთვის დახურული თემაა. არ ვნადირობ ისეთ გუნდებზე, რომლებმაც სეზონი უკვე დაიწყეს. ასეთ გუნდებში მწვრთნელებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ შემადგენლობა თავიანთი გემოვნებით. მსგავს სიტუაციაში მუშაობა ჩემთვის მიუღებელია“, – აცხადებს კონტე.
გამოცემა „არეა ნაპოლი“ სულ უფრო აქტიურად წერს, რომ „ნაპოლიში“ რუდი გარსიასადმი ნდობა შემცირდა. იტალიის მოქმედ ჩემპიონს 14 ქულა აქვს და სერია A-ში მეხუთე ადგილზეა, ხოლო ლიდერს შვიდი ქულით ჩამორჩება.