ანტონიო კონტე ჩელსისგან 23 მილიონს ითხოვს
ანტონიო კონტე ჩელსისგან 23 მილიონს ითხოვს

„ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ლონდონური კლუბისგან 23 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციას ითხოვს.

ამ თანხიდან 13 მილიონი იტალიელს სურს იმის გამო, რომ მასთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს. კიდევ 10 მილიონს კი იმ მიზეზით ითხოვს, რომ, მისი აზრით, „ჩელსიმ“ რეპუტაცია შეულახა.

თავის მხრივ, ლონდონური კლუბი ამ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან ამტკიცებს, რომ კონტე ხშირად არღვევდა საკონტრაქტო ვალდებულებებს და კლუბის შინაგანაწესს არ ემორჩილებოდა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატია მადრიდის „რეალში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე.