ანტონიო კონტე „ბეშიქთაშთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ანტონიო კონტე „ბეშიქთაშთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქული გრანდი „ბეშიქთაში“ იტალიელ სპეციალისტთან ანტონიო კონტესთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, – წერს თურქული გამოცემა „ფანატიკი“ (Fanatik).

სტამბოლური გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი შენოლ გიუნეში ივნისიდან თურქეთის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში და სწორედ ის უნდა შეცვალოს კონტემ. „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას იტალიელთან.

ანტონიო კონტე ლონდონის „ჩელსიდან“ ივლისში დაითხოვეს. შემოდგომაზე მას შეეძლო „რეალის“ მწვრთნელი გამხდარიყო, მაგრამ უარი თქვა წინადადებაზე.

„ბეშიქთაში“ მესამე ადგილზეა თურქეთის სუპერლიგაში.