ანტონიო გუტერეში - ისრაელსა და პალესტინას შორის საომარი მოქმედებები საშინლად შემზარავია, დაპირისპირება უნდა შეწყდეს
ანტონიო გუტერეში - ისრაელსა და პალესტინას შორის საომარი მოქმედებები საშინლად შემზარავია, დაპირისპირება უნდა შეწყდეს

ისრაელსა და პალესტინას შორის საომარი მოქმედებები საშინლად შემზარავია და დაპირისპირება უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გაერო-ს ხელმძღვანელმა ისრაელსა და პალესტინას მოუწოდა, შეწყვიტონ „სისხლისღვრის, ტერორისა და განადგურების უაზრო ციკლი“ და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრის მიზნით.

„მიმდინარე საომარი მოქმედებები საშინლად შემზარავია. ძალადობის ეს უკანასკნელი რაუნდი მხოლოდ სიკვდილის, ნგრევისა და სასოწარკვეთის ციკლებს განაგრძობს და თანაარსებობის და მშვიდობის ნებისმიერი იმედი ჰორიზონტზე სულ უფრო შორს გადააქვს. ერთ მხარეს რაკეტები და ნაღმმტყორცნები და მეორე მხრიდან საჰაერო და საარტილერიო დაბომბვები უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ყველა მხარესთან ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისთვის.