ანტონიო გუტერეში - გაერო მზადაა, გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის
გაერო მზადაა, გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს ყველა მხარემ.
„ამ მიზნით, მე გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შევა გაერო, წითელი ჯვარი, რუსული და უკრაინული მხარე, რომლიც იმუშავებს უსაფრთხო დერეფნის მოწყობის გზების ძიებაზე, რაც მოიაზრებს ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას, რომ გარანტირებული იყოს ამ დერეფნების ეფექტურობა“, – განაცხადა გუტერეშმა.
გუტერეშის თქმით, ქალაქ მარიუპოლის და ქარხანა „აზოვსტალის“ დატოვება უნდა შეძლოს ყველა მსურველმა და მათ თავად უნდა აირჩიონ, სად მოხდება მათი ევაკუაცია.