ანტონიო ენრიკო ბარტოლი – ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობას ახალისებენ, უნდა დაიწყოს გამოძიება, რასაც სასამართლო და მთავრობა უკვე აკეთებენ
გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობას ახალისებენ, უნდა დაიწყოს გამოძიება, რასაც სასამართლო და მთავრობა უკვე აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან და მისი ჩატარების მოწინააღმდეგეების პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობას ახალისებენ, უნდა დაიწყოს გამოძიება, რასაც სასამართლო და მთავრობა უკვე აკეთებენ. ეს კანონის უზენაესობის ერთ-ერთი პრინციპია, რადგან შენ როგორც მოქალაქე ვერ ჩაანაცვლებ პოლიციას”, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.