ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება ხვალიდან დაიწყება

თბილისის მერი, კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე  ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში  იმყოფებოდა.

კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა დღეს დაასრულეს მუშაობა, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან ადგილზე თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები მივლენ და შეამოწმებენ კორპუსს, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში მოქალაქეების შეშვება.

„თუ სერიოზული პრობლემები იქნება და სახლი ავარიულია, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ სამუშაოებს, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. რაც შეეხება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დავიწყებთ ამის განხორციელებას, მას შემდეგ,  რაც  იქნება სრული სურათი შემოწმების შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ისნის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს. მან ასევ მიმართა კორპუსის მცხოვრებლებს და დაპირდა, რომ მათ პრობლემებს მერია ძალიან მალე მოაგვარებს.