ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დავით ქაცარავამ განუცხადა.

როგორც დავით ქაცარავამ აღნიშნა, უცილებელია, დადგინდეს ყველანაირი საზღვარი, რათა ასეთი გაურკვევლობები დასრულეს.

„აუცილებელია, დავიწყოთ სამშვიდობო პატრულირება, მაგალითად, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, რადგან არანაირი მოდუნების დრო არ არის. ქვებით, რომლებიც ბილიკზე დააწყვეს,  ცდილობენ, ერთგვარი ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე. აშკარად განწყობილები არიან, რომ წაგვართვან ეს ტერიტორია, მაგრამ ამის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ ჩვენ, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ხელისუფლებამაც და აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც. აქ არის პატარა ბილიკი, სადაო, საიდანაც კელიებთან და ტაძრებთან ხდება დაკავშირება, ის, რომ ამ ბილიკზე დავდივართ, არის ჩვენი საზოგადოების მინი გამარჯვება. დღესაც ხედავთ, რამდენი ადამიანია აქ ჩამოსული“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეს იმყოფებოდნენ. მათ გადაადგილებისას პრობლემა არ შექმნიათ.