ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ

თბილისში, პუშკინის სკვერში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომლებიც ორი კვირაზე მეტია,  პარლამენტის წინ აქციებს მართავენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, პარლამენტთან გადაინაცვლონ, სადაც ამ დროისთვის „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. მიუხედავად პოლიციის მიწოდებისა, არ წასულიყვნენ პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან უკვე დაიძრნენ.

აქციის ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მომიტინგეების ტერიტორია კონტრაქციის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

„მომიტინგეების ტერიტორიის დაკავება სხვა აქციის, კონტრაციის მხრიდან ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას რაღაც აწუხებს და გზავნიან ვიღაცეებს. რუსთაველზე საორგანიზაციო ჯგუფი არის შიგნით და პოლიციას ვთხოვთ, რომ ხმის გამაძლიერებლები შეგვატანინოს“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

მათ „ევროპული საქართველოსა“ და„ ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეუერთდა.