ანსუ ფატიმ შეიძლება 3-4 თვე გამოტოვოს #1TVSPORT

20:46, 22.01.2022

„ბარსელონა“ აგრძელებს ფორვარდ ანსუ ფატის მკურნალობის ვარიანტების შესწავლას.

რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთელმა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო.

ესპანური პრესა იტყობინება, რომ ფატიმ შეიძლება სამი-ოთხი თვე გამოტოვოს, თუ ფეხბურთელი ქირურგიულ ჩარევას დათანხმდება.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ურჩევს ფატის – ოპერაცია ფინეთში გაიკეთოს, მაგრამ საბოლოო გაადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.

მსგავსი