ანსუ ფატიმ „ბარსელონას“ საერთო ჯგუფთან ვარჯიში დაიწყო #1TVSPORT

09:05, 29.03.2022

ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ანსუ ფატი დაგეგმილზე ადრე გამოჯანმრთელდა ტრავმისგან და უკვე დაბრუნდა „ბარსელონას“ საერთო ჯგუფში, – დაწერა გამოცემა Sport.es-მა.

ბოლოს ფეხბურთელი მინდორზე 20 აპრილს იყო, რის შემდეგაც ბარძაყის ტრავმის აღდგენით იყო დაკავებული.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ფატი მხოლოდ მაისში დაბრუნდებოდა მოედანზე.

19 წლის ფატიმ წარმატებით ჩაატარა დაბრუნების შემდეგ პირველი ვარჯიში. თანაგუნდელები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

მსგავსი