ანსამბლი  „რუსთავი" 50 წლის იუბილეს აღნიშნავს
ანსამბლი  „რუსთავი" 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი  „რუსთავი” 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო ანთოლოგია „რუსთავი.  400 ქართული ხალხური სიმღერა” გამოიცა.

ანთოლოგიის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. 208-გვერდიან წიგნში, რომელიც ქართულ-ინგლისურ ენებზეა შედგენილი, მკითხველი ანსამბლ „რუსთავის“ 50-წლიანი მოღვაწეობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს. მასში აღწერილია ანსამბლის ისტორია, ანსამბლის ყველა თაობის წევრების შესახებ ინფორმაცია, ასევე ცნობილი ხელოვანების, პოლიტიკოსებისა და უცხოელი იმპრესარიოების შეფასებები.

მკითხველი საქართველოსა და უცხოეთის არქივებში დაცულ მასალებს და ფოტოარქივსაც გაეცნობა.