ანრიმ შეიძლებს „ლაიპციგი“ გაწვრთნას, ფრანგის კანდიდატურას კლოპი იწონებს #1TVSPORT
ფრანგ სპეციალისტს ტიერი ანრის ბუნდესლიგის კლუბის გაწვრთნის შანსი მიეცა.
როგორც გამოცემა Le Journal du Dimanche წერს, „ლაიპციგი“ ძალიან არის დაინტერესებული 47 წლის მწვრთნელის მიწვევით. გერმანული კლუბი ეძებს სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის დაყენება და ენდობა ახალგაზრდა ტალანტებს.
ასევე იტყობინებიან, რომ ანრის კანდიდატურას იწონებს „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელი იურგენ კლოპი.
მხარეები შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავენ. „ლაიპციგი“ ასევე განიხილავს ოლივერ გლასნერისა (კრისტალ პალასი) და სესკ ფაბრეგასის (კომო) კანდიდატურებს.
„ლაიპციგის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარკო როზე მარტის ბოლოს გაანთავისუფლეს. გუნდს დროებით სეზონის ბოლომდე ჟოლტ ლიოვი ავარჯიშებს.
ტიერი ანრის ბოლო სამუშაო ადგილი იყო საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც პარიზის ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა.