ანრი ოხანაშვილი - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შევხედოთ შედეგს, ვინმეს ბრალეულობა თუ გამოიკვეთება, შემდეგ მივცეთ შეფასება
ანრი ოხანაშვილი - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შევხედოთ შედეგს, ვინმეს ბრალეულობა თუ გამოიკვეთება, შემდეგ მივცეთ შეფასება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ყველას უნდა შეეძლოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ სიტუაციის დაძაბვა საკითხის შესწავლას ხელს არ შეუწყობს.

„კანონი უნდა აღსრულდეს. ყველას, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება, სრულად და შეუფერხებლად უნდა მიეცეს ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. მესმის, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა ამ სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა არ შეუწყობს ხელს იმ მიზანს, რაც ყველას გვაქვს, რომ მოხდეს რეაგირება, კონკრეტული საკითხების შესწავლა და შესაბამისი შედეგის დადება. შევხედოთ შედეგს, ვინმეს ბრალეულობა თუ გამოიკვეთება, შემდეგ მივცეთ შეფასება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი