ანრი ოხანაშვილი - გამოკვეთილი საკითხებია, რასთან მიმართებაშიც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი
ანრი ოხანაშვილი - გამოკვეთილი საკითხებია, რასთან მიმართებაშიც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი

მზად ვართ საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ, ორმხრივი კომპრომისების გარეშე, შეთანხმება წარმოუდგენელია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ არსებობს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კომპრომისი ვერ შედგება.

„მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება. ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ, მით უმეტეს, იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუციურ სცენარებს, მზად ვართ, საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. თუმცა ეს უნდა იყოს ორმხრივი, რადგან წარმოუდგენელია რაიმე შეთანხმების მიღწევა, ორმხრივი კომპრომისების გარეშე. ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. გამოკვეთილი საკითხებია, რასთან მიმართებაშიც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ულტიმატუმით ვსაუბრობთ. გვესმის, რომ დიალოგი ნიშნავს არა ულტიმატუმის ენით საუბარს, არამედ შესაძლებლობების გამონახვას, სადაც შეგვიძლია, პოზიციები დავაახლოოთ. ვნახოთ, რამდენად იქნება ამის მზაობა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, თუმცა აშკარად ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან იკვეთება დაინტერესება, რომ ასეთი კომპრომისები იყოს მიღწეული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.