ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს პოზიციები აქტუალურ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე. ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს გააცნო ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია მომდევნო წლებში და განსაკუთრებით, 2022 წელს.

„თებერვლის პირველ კვირაში პარლამენტის საგაზაფხულო სესია იწყება და შესაბამისად, საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები გველოდება წინ. ამიტომ, ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ახლო მომავალში კომიტეტსა თუ პლენარულ სხდომაზე შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს, გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები. საბოლოოდ, ევროკავშირის წარმომადგენლებთან საკმაოდ ნაყოფიერი და მეგობრული შეხვედრა შედგა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.