„ანორთოსისში“ ქართველების „აპოელში“ გადასვლას გამოეხმაურნენ - შეუცვლელი არავინაა, უკეთესი ხელფასი ჩვენც შევთავაზეთ #1TVSPORT
„ანორთოსისში“ ქართველების „აპოელში“ გადასვლას გამოეხმაურნენ - შეუცვლელი არავინაა, უკეთესი ხელფასი ჩვენც შევთავაზეთ #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისისში“ გუნდის ორი ქართველი ლიდერის, გიორგი ქვილითაიას და თორნიკე ოქრიაშვილის ნიქოზიასაპოელში“ გადასვლას გამოეხმაურნენ.

შეგახსენებთ, რომ ორივე ქართველმა ფეხბურთელმა დიდი როლი ითამაშა, „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასი რომ მოიპოვა, 3 ივნისს კი ყველაზე ტიტულოვან კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტები ერთდროულად გააფორმეს.

„სამი მიზეზია, რის გამოც „ანორთოსისი“ საკადრო პოლიტიკისადმი დამოკიდებულებას არ ცვლის:

პირველი, მწვრთნელისა და პრეზიდენტის პოზიცია ნათელია, რომ იძულებით არავინ უნდა დარჩეს. გუნდის მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიასა და ევგენიოს ამბულასს სურთ, რომ ჰყავდეთ გუნდის მიზნებისადმი ერთგული მოთამაშეები.

მეორე – ტრანსფერებისთვის ხელმისაწვდომი სახსრებისთვის ბიუჯეტი გაიზარდა, მაგრამ უსაზღვროც არაა. „ანორთოსისის“ წარმომადგენელთა თქმით, დანარჩენ ფეხბურთელებს მაქსიმალურად შეინარჩუნებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ოქრიაშვილის მსგავს მოთამაშეებს უფრო მაღალი ხელფასი არ შესთავაზეს.

მესამე – ფამაგუსტელები თვლიან, რომ შეუცვლელი არავინაა“, – წერს გამოცემა „სიგმალაივი“.

კვიპროსული საიტის ცნობით, კლუბში ქართველებიდან მურთაზ დაუშვილი რჩება, რომელსაც „ანორთოსისთან“ მოქმედი კონტრაქტი აქვს. მაგრამ არაფერი წერია მეკარე გიორგი ლორიაზე, რომელსაც ფამაგუსტას გუნდთან ასევე კონტრაქტი აკავშირებს.