ქვილითაიას შემდეგ, ოქრიაშვილიც - „აპოელმა“ ქეცბაიას გუნდიდან ქართველი ნახევარმცველიც გადაიბირა #1TVSPORT
ქვილითაიას შემდეგ, ოქრიაშვილიც - „აპოელმა“ ქეცბაიას გუნდიდან ქართველი ნახევარმცველიც გადაიბირა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას შემდეგ, ნიქოზიასაპოელმა“ კონტრაქტი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან გააფორმა – თორნიკე ოქრიაშვილიც ყველაზე ტიტულოვანი კვიპროსული კლუბის მოთამაშე გახდა, – ინფრომაციასაპოელის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

ნიქოზიას „აპოელი“ აცახდებს, რომ თორნიკე ოქრიაშვილთან ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობა გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში 2024 წლის მაისამდე. ჩვენ თორნიკეს მივესალმებით კვიპროსის უდიდეს გუნდში და ვუსურვებთ მას, რომ ჩვენთან ერთად მოიპოვოს ტიტულები და ევროპული წარმატებები იზეიმოს“, – წერია „აპოელის“ განცხადებაში.

გამოცემა „სიგმალაივი“ წერს, რომ დღეს საფეხბურთო კლუბმა „აპოელმა“ მეორე „ ბომბა ჩამოაგდო“, რადგან ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ ორი ლიდერი გადაიბირა. საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი თემურ ქეცბაიას გუნდში ორი წელი თამაშობდა და გუნდი ევროპაში წასვლის მოტივით დატოვა, მაგრამ საბოლოოდ, ოქრიაშვილი მაინც კვიპროსზე დარჩა.

ისეთი ტენდენცია ჩანს, რომ მალე თემურ ქეცბაიას გუნდის წამყვანი ქართველი ფეხბურთელები ერთიანად „აპოელში“ ითამაშებენ.

დატოვე კომენტარი