ქვილითაია ქეცბაიას კონკურენტ გუნდში გადავიდა - ჯვაროსნების თავდამსხმელი „აპოელში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
ქვილითაია ქეცბაიას კონკურენტ გუნდში გადავიდა - ჯვაროსნების თავდამსხმელი „აპოელში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

აპოელმა“ „ბომბი“ ააფეთქა, – ასეთი შეაფასეს კვიპროსულ მედიაში მოულოდნელი ინფორმაცია, რომელიც გიორგი ქვილითაიას ახალ ტრანსფერს შეეხება.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს თემურ ქეცბაიასთან „ანორთოსისში“ თამაშობდა, ახალ კლუბში, ნიქოზიასაპოელში“ ჩაირიცხა.

ამასთან დაკავშირებით ცნობილმა კვიპროსულმა კლუბმა განცხადება გაავრცელა.

„საფეხბურთო კლუბი „აპოელი“ აცხადებს, რომ ბელგიურ „გენტთან“ კონტრაქტი გაფორმდა გიორგი ქვილითაის გადაყვანის შესახებ. ფეხბურთელთან ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლის პირველი ივნისიდან და იწურება 2024 წლის მაისში. ჩვენ გიორგის მივესალმებით კვიპროსის უდიდეს გუნდში და ვუსურვებთ მას „აპოელთან“ ერთად მრავალი ტიტულისა და ევროპული წარმატების მონაწილე გამხდარიყოს“, – წერია „აპოელის“ განცხადებაში.

„აპოელი“ 1926 წელს დაარსდა. არის კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. მას მოგებული აქვს კვიპროსის პირველი დივიზიონი (26-ჯერ), კვიპროსის თასი (21-ჯერ) და კვიპროსის სუპერ თასი (13-ჯერ).

„აპოელი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპი ოთხზე მოხვდა- 2009–10, 2011–12, 2014–15 და 2017–18 წლების სეზონებში. საუკეთესო შედეგს 2011-2012 წლების სეზონში მიაღწია. იმ სეზონის ჯგუფურ ეტაპზე „აპოელს“ თამაში „შახტართან“, „პორტოსთან“ და „ზენიტთან“ მოუწია. მოულოდნელად, კვიპროსულმა გუნდმა 9 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საბოლოო ჯამში „აპოელი“ მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა – ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 8:2. გუნდმა ასევე მიიღო მონაწილეობა ევროპის ლიგის 2013-14, 2015-16 და 2016-17 ჯგუფების ჯგუფურ ეტაპებზე, ხოლო 2016-17 წლების სეზონში ტურნირის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.