„ანორთოსისში“ მხოლოდ კაჭარავამ ითამაშა - ლორიას და ოქრიაშვილს მცირე ტრავმები აქვთ
თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ლორიამ მორიგი საკონტროლო მატჩი გამოტოვეს, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კი მათ გარეშე „აელი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მოედანზე მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი იყო – ფამაგუსტელთა შემადგენლობაში ნიკა კაჭარავამ ითამაშა, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.
„მოედანზე ქართველებიდან ორი არ იყო – გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი. ფამაგუსტელთა მეკარემ მცირე პრობლემები ჰქონდა და მწვრთნელმა დაასვენა. 28 წლის ოქრიაშვილმა კი მცირე დისკომფორტი იგრძნო. ორივე მათგანი მცირე ხნით დაისვენებს“, – წერს „სიგმალაივი“.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ ამხანაგური მატჩის მოგებული ბედი პირველი ტაიმის ხუთ წუთში გადაწყვიტა. ანგარიში მე-15 წუთზე ნიკოლაოს კალცასმა გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე საბოლოო ანგარიში დემეტრის ხრისტოფმა დააფიქსირა – 2:0.