„ანორთოსისმა“ ქვილითაიაზე პოზიცია დააფიქსირა - ჩვენი სურვილია, მისი შენარჩუნების გზა ვიპოვოთ #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ ქვილითაიაზე პოზიცია დააფიქსირა - ჩვენი სურვილია, მისი შენარჩუნების გზა ვიპოვოთ #1TVSPORT

„ანორთოსისის“ სპიკერმა დიმიტრის კრისტოფორუმ Super Sport Fm-თან გიორგი ქვილითაიას საკითხზე ილაპარაკა, რომელიც კვიპროსულ კლუბში იჯარით ბელგიურმა „გენტმა“ გაუშვა.

„ქვილითაიას ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ხუთი ფინალი ითამაშა და ყველა წააგო. ახლა კი ის თასის მფლობელი გახდა. ამიტომ მგონია, რომ შესაძლოა, გიორგის ჩვენთან დარჩენის სურვილი გაუჩნდეს. ჩვენი ჩანაფიქრი გასაგებია. გვსურს ვიპოვოთ გზა, რომ ქვილითაია შევინარჩუნოთ. ეს რთული საქმე იქნება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით. მეტის თქმა ამჟამად არ შეგვიძლია“, – განაცხადა დიმიტრის კრისტოფორუმ.

„ანორთოსისის“ სპიკერის თქმით, ქართველი თავდამსხმელის შენარჩუნება თემურ ქეცბაიასაც სურს.

„ქვილითაიას და სხვა ლიდერების საკითხზე კითხვები ჩვენს მწვრთნელსაც აქვს – რა ელის მის გუნდს და ვის შეინარჩუნებს. ანუ ის გვეტყვის, რა გეგმები ექნება და როდესაც მზად ვიქნებით, განცხადებებს მაშინ გავაკეთებთ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ჩვენ გუნდის გაძლიერება გვსურს“.

ანორთოსისსა“ და ბელგიურმა „გენტს“ შორის გიორგი ქვილითაიას ტრანსფერზე შეთანხმება ერთი წლით გაფორმდა, რომლის ვადაც იწურება და წესით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბელგიაში უნდა დაბრუნდეს. მაგრამ გიორგის ეს აღარ სურს და ახალ კლუბს ეძებს.