„ანორთოსისმა“ ქვილითაია დაარეგისტრირა
„ანორთოსისმა“ ქვილითაია დაარეგისტრირა

„ანორთოსისი 24“-მა მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა – სამედიცინო შემოწმების გავლამდე, გიორგი ქვილითაია ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მოთამაშე გახდა.

„ქვილითაია უნდა ჩაითვალოს ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფეხბურთელად, რადგან გუნდმა ფეხბურთელის განაცხადში რეგისტრაცია მოახერხა. კვიპროსის ფედერაციის ასოციაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქართველზე რეგისტრაციის მოწმობა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციიდან მოითხოვეს და შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი კლუბსა და ასოციაციაში უკვე მიიღეს. გამომდინარე აქედან, ფეხბურთელი „ანორთოსისს“ შეუერთდა“, – წერს „ანორთოსისი 24“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია კვიპროსში საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელის, ნიკა კაჭარავას შემცვლელად ჩავიდა, რომელიც პოზნანისლეხში“ გადავიდა – მისი ტრანსფერი ისევ „ანორთოსისს“ ეკუთვნის და პოლონეთში ერთწლიანი იჯარით გაუშვა.

დატოვე კომენტარი