„ანორთოსისმა“ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა
„ანორთოსისმა“ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობამ ქართველ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა – ინფორმაციას გამოცემა „ტემასპორტს“ ავრცელებს.

„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაციები, რომლის თანახმადაც, „ანორთოსისსა“ და თემურ ქეცბაიას შორის მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის მაისში იწურება. მენეჯმენტიც და მწვრთნელიც აპირებენ თანამშრომლობის განახლებას, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია“, – წერს გამოცემა.

თუმცა, გამოცემა ამტკიცებს, რომ ქეცბაიას დარჩენა გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზეა დამოკიდებული.

„უახლოეს მომავალში ამ საკითხში შეიძლება გარკვეული პროგრესი გამოჩნდეს. მაგრამ გუნდის ადმინსიტრაცია არ ჩქარობს, რადგან უდიდესი მნიშვნელობა „ანორთოსისის“ მიერ მიზნების შესრულებას აქვს. კერძოდ, გუნდმა გათამაშების ცხრილის სათავეში ადგილი უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ ისეთი პრობლემა არ ჩანს, რამაც შეიძლება ორივე მხარის სურვილზე გავლენა მოახდინოს“, – ამტკიცებს „ტემასპორტი“.