კვიპროსული „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ოქრიაშვილს წასვლა სურს #1TVSPORT
ფამაგუსტას „ანორთოსისს“ თორნიკე ოქრიაშვილის დატოვება სურს, მაგრამ თავად სხვა ქვეყნის ლიგაში გადასვლზე ფიქრობს, – ამის შესახებ რადიო „აქტივთან“ ინტერვიუში „ანორთოსისის“ პრეზიდენტმა, ევგენიოს ჰამბულასმა განაცხადა.
„ჩვენ თორნიკე ოქრიაშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და მას კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა გმოთქვა სურვილი, რომ სეზონის ბოლოს, როდესაც ის თავისუფალი აგენტი გახდება, კარიერა უცხოურ გუნდში გააგრძელოს“, – განაცხადა ეუგენიოს ჰამბულასმა.
„ანორთოსისის“ პრეზიდენტმა რადიო „აქტივის“ ეთერში განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბს მკვეთრი პოზიცია დაუფიქსირა: „ოქრიაშვილმა იცის, რომ მისი დატოვება გვინდა, მაგრამ როდესაც ის გეუბნება, რომ კვიპროსის დატოვება სურს და გუნდში აღარ ითამაშებს, ძალით ვერ დავტოვებთ. კონტრაქტის ძალდატანებით გაფორმება და მისი დარჩენა შეუძლებელია“.