„ანორთოსისი“ - ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება განიხილება
„ანორთოსისი“ - ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება განიხილება

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ წარმომადგენელმა დიმიტრის ქრისტოფორუმ ახლახანს განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, კლუბისთვის მნიშვნელოვანია თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება.

გუნდმა ბოლო ტურში გასვლაზე „დოქსასთან“ კვიპროსის ჩემპიონატის შეხვედრა 1:2 წააგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დიმიტრის ქრისტოფორუს თქმით, ეს კლუბის ჩანაფიქრზე გავლენას არ მოახდენს. მაგრამ არ დააკონკრეტა, მოლაპარაკება რა სტადიაშია.

„ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილება. კლუბ „ფამაგუსტას“ „დოქსასთან“ მარცხის შემდეგ პანიკის საფუძველი არ გააჩნია, რადგან ლიდერთან დაშორება მხოლოდ ერთი ქულაა. თემურ ქეცბაიასთან თანამშრომლობა დროის საკითხია? ამას კლუბის პრეზიდენტი ეუგენიოს ჰამპულასი კლუბის მთავარ აქციონერთან, ხრისტოს პულაიდისთან ერთად წყვეტს. მე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ისინი ამ საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ განცხადება მალე გამოქვეყნდება“, – აცხადებს დიმიტრის ქრისტოფორუ.