თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში საკუთარ სტადიონზე ფინალური ჯგუფის აუტსაიდერს, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ქეცბაიამ „ოლიმპიაკოსთან“ თორნიკე ოქრიაშვილი რისკის თავიდან ასაცილებლად დაასვენა. გიორგი ლორია კარში იყო, ხოლო გიორგი ქვილითაია მეტოქეს უტევდა, ბუბა დაუშვილი კი დისკვალიფიცირებული გახლდათ.
გუნდები სეზონის ბოლომდე ერთმანეთს ისევ შეხვდებიან და ეს მატჩი „ანორთოსისთვის“ სეზონის მთავარი დაპირისპირება იქნება – ფამაგუსტელები 15 მაისს კვიპროსის თასის ფინალში სწორედ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.
34 ტურის შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 54 ქულით მეოთხე ადგილზეა და კვიპროსის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯერ თამაში არ მოუგია.