ლორია და ქვილითაია კვიპროსში დააჯილდოეს - ოქრიაშვილი „ოლიმპიაკოსთან“ დაისვენებს #1TVSPORT
ლორია და ქვილითაია კვიპროსში დააჯილდოეს - ოქრიაშვილი „ოლიმპიაკოსთან“ დაისვენებს #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე, გუნდის მეკარე გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ კუთვნილი პრიზები მიიღეს. 

ჯილდო კვიპროსის მოთამაშეთა კავშირმა დააწესა და თვის საუკეთესო ნახტომისთვის (სეივი) მეკარეს აჯილდოვებს, ხოლო შემტევებს – გოლის ავტორობისთვის. ლორიას ნახტომი მარტის თვეში ყველაზე ეფექტურად მიიჩნიეს, ხოლო ქვილითაიას გოლი – საუკეთესოდ. ორივე მათგანმა კუთვნილი ჯილდო მიიღო, ხოლო თანაგუნდელებისგან – მილოცვები. კიდევ ერთ ნომინაციაში მათი თანაგუნდელი, ნახევარმცველი მარგასა გამოარჩიეს.

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დღეს, 26 აპრილს კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს. ამ გუნდს ფამაგუსტელები 15 მაისს კვიპროსის თასის ფინალში შეხვდებიან.

აქვე ვიტყვით, ქეცბაიამ გადაწყვიტა, რომ „ოლიმპიაკოსთან“ თორნიკე ოქრიაშვილი დაასვენოს. როგორც კვიპროსული მედიასაშუალებები წერენ, ქართველი მწვრთნელს არ სურს, რომ გარისკოს და 28 წლის შემტევს ამიტომ არ ათამაშებს.

დატოვე კომენტარი