ანნა მალიარი - არასანქცირებული ინფორმაციის გაჟონვა თუ მოხდება, რეაგირებას კანონის შესაბამისად მოვახდენთ
ანნა მალიარი - არასანქცირებული ინფორმაციის გაჟონვა თუ მოხდება, რეაგირებას კანონის შესაბამისად მოვახდენთ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, დაუყოვნებლივი სასჯელით დაიმუქრნენ, – მის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმა დაწერა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციასთან წვდომა მხოლოდ პირთა შეზღუდულ წრეს აქვს.

„ცხადია, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში ვიცი, რა ოპერაცია იგეგმებოდა აღმოსავლეთში ან სამხრეთში, ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი, მაგრამ ვხედავ, რომ სოციალური ქსელების ზოგიერთი კორესპონდენტი წერს საომარი ოპერაციის დაგეგმვის დეტალებზე ისე, ვითომ მათ აქვთ წვდომა ამ დეტალების გავრცელებისთვის. ცხადია მივმართავდი სამართალდამცველებს, რათა მოეძებნათ ის, ვინც ამჟღავნებს სახელმწიფო საიდუმლოს, მაგრამ ჯერ მხოლოდ გამონაგონს და ჭორებს წერენ. როგორ იყო და როგორ არის სინამდვილეში, ჯერ „აზრთა ლიდერებს“ და „ტელეგრამ“ არხებს არავინ შეატყობინა და ეს სასიხარულო ამბავია. თუმცა, თუ არასანქცირებული ინფორმაციის გაჟონვა მოხდება, რეაგირებას მოვახდენთ კანონის შესაბამისად“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.