ანხელ დი მარიამ არგენტინის ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა #1TVSPORT
ანხელ დი მარიამ არგენტინის ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ანხელ დი მარიამ გადაწყვიტა, არგენტინის ნაკრებში თამაში განაგრძოს, – ინფორმაციას Tyc Sports-ი ავრცელებს.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც არგენტინის ნაკრებმა პენალტების სერიაში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, ანხელ დი მარია სამხრეთამერიკელთა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო. „იუვენტუსის“ ფორვარდმა ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებალდ ვერ იასპარეზა, მაგრამ ფინალში გამორჩეული იყო. მან 63 წუთი ითამაშა, პირველი გოლი მისი წაქცევისთვის დანიშნულ პენალტს მოჰყვა, მეორე კი თავად გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.

Tyc Sports-ის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში კოპა ამერიკაზე გამარჯვებაში, გადაწყვიტა, ეროვნულ გუნდში თამაში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არც ლიონელ მესი აპირებს არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულებას.

ანხელ დი მარიამ „ალბისელესტეს“ შემადგენლობაში 129 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.