ანკარის მთავარი სიმბოლო „ათაქულეს კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა [ვიდეო]

2022 წლის 26 მაისს, ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა თურქეთის დედაქალაქის – ანკარის მთავარი სიმბოლო „ათაქულეს კოშკი“, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებულ იქნა საქართველოსა და თურქეთის დროშები და ასევე, მისალოცი ტექსტი თურქულ და ინგლისურ ენებზე – Gürcistan Bağımsızlık Günü kutlu olsun!; – Congratulations on the Independence Day of Georgia!