ანკარაში, თურქეთის პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქება მოხდა [ვიდეო]

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის შესასვლელს დანაღმული კომერციული ავტომობილი მიუახლოვდა და მანქანაში მყოფმა ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

თურქული მედიის ცნობით, დანარჩენი ტერორისტები უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს.

თავდასხმის შედეგად თურქეთის პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. აფეთქების შემდეგ ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა.