ანჯეი დუდა – ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ მოხალისეების, მათ შორის პოლონეთის მოქალაქის დაღუპვის შესახებ, ეს ტრაგედია უნდა აგვიხსნან
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გამოეხმაურა ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დაღუპვას, რომელთა შორის ერთ-ერთი პოლონეთის მოქალაქეა.
როგორც დუდა სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზაციის მოხალისეების, მათ შორის პოლონეთის მოქალაქის ღაზის სექტორში დაღუპვის შესახებ. ჩემი ფიქრები მათ საყვარელ ადამიანებთანაა. ამ მამაცმა ადამიანებმა შეცვალეს სამყარო უკეთესობისკენ თავიანთი მუშაობით და სხვებისადმი თავდადებით. ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო და უნდა აგვიხსნან“, – წერს დუდა „ტვიტერზე“.
Z głębokim bólem przyjąłem informację o śmierci w Strefie Gazy wolontariuszy z organizacji World Central Kitchen, w tym polskiego obywatela. Jestem myślami z ich najbliższymi. Ci odważni ludzie swoją służbą i poświęceniem dla bliźnich zmieniali świat na lepsze. Tragedia ta nigdy…
— Andrzej Duda (@AndrzejDuda) April 2, 2024