ანიტა ორბანი - რუსეთი პარტნიორად დარჩება, მაგრამ ურთიერთობა ცალმხრივ დამოკიდებულებაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული
რუსეთი პარტნიორად დარჩება, მაგრამ ურთიერთობა ცალმხრივ დამოკიდებულებაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ანიტა ორბანმა უნგრეთს პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
ანიტა ორბანის თქმით, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ცხადია, რომ რუსეთის პოლიტიკა უსაფრთხოების კუთხით გამოწვევას უქმნის უნგრეთსა და ევროპას.
უნგრეთს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტს განუცხადა, რომ უნგრეთს რუსეთთან თანასწორი და გამჭვირვალე ურთიერთობა სურს.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ახალი სანქციების პაკეტია მოსალოდნელი. ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი ორმაგი იქნება. პირველი: ჩვენ არ დავუშვებთ სანქციების პაკეტში ისეთი პუნქტის მოხვედრას, რომელიც აზიანებს უნგრეთის ინტერესებს, კერძოდ, უნგრული კომპანიების ან ენერგეტიკული კომპანიების. თუმცა ჩვენ ვეტოს მესამე ქვეყნის ინტერესებისთვის არ გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ანიტა ორბანმა.