ანი წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც კონკრეტული ფავორიტები ჰყავდათ თავმჯდომარის არჩევნებზეც, მიმაჩნია, ეს პრობლემას არ წარმოადგენს
ანი წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც კონკრეტული ფავორიტები ჰყავდათ თავმჯდომარის არჩევნებზეც, მიმაჩნია, ეს პრობლემას არ წარმოადგენს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, პარტიაში ბევრი ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც თავმჯდომარის არჩევნებზე კონკრეტული ფავორიტები ჰყავდათ.

წითლიძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი მხრიდან თავმჯდომარის არჩევნებში ხაბეიშვილის ღია მხარდაჭერას ეხებოდა.

ანი წითლიძეს მიაჩნია, რომ კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

„არჩევნებზე კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერი თუ იყო, მიმაჩნია, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრი ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც კონკრეტული ფავორიტები ჰყავდათ არჩევნებზეც. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია და, რა თქმა უნდა, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში თანამდებობაზე იყვნენ“, – განაცხადა ანი წითლიძემ.