ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ჩატარების შესაძლებლობები და სირიის კონფლიქტი განიხილეს. ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა ყურადღებით უნდა მომზადდეს და კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდეს. საუბრის დროს აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მინსკის ფორმატით მიღწეული შეთანხმებების შესრულება და პირველ რიგში, ეს „შტაინმაიერის ფორმულას“ ეხება. ასევე, ძალებისა და საშუალებების განლაგებას საკონტაქტო ხაზის შეთანხმებულ მონაკვეთებში. მანამდე, რუსეთში საფრანგეთის ელჩმა, სილვი-ანეს ბერმანმა თქვა, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა შესაძლოა, მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართოს.
სირიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა სირიის საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა ასევე განიხილეს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის გაგრძელების საკითხი. მერკელმა და პუტინმა ლიბიის კონფლიქტზეც ისაუბრეს.