ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით
ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ანგელა მერკელმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით.

გერმანიის კანცლერის თქმით, მიუხედავად თურქეთის წუხილისა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს სამხედრო ოპერაცია უფრო მეტ ადამიანს დააზარალებს და რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით შედგა.

თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.