ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა
ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა. მერკელის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“გერმანიის მთავრობის პრესმდივანი შტეფენ ზაიბერტი ავრცელებს.

გერმანიის ლიდერის შეფასებით, ბაიდენის ინაუგურაცია „ამერიკული დემოკრატიის ზეიმია“.

„მოუთმენლად ველოდები გერმანულ-ამერიკული მეგობრობისა და თანამშრომლობის ახალი თავის დაწყებას“, – ნაქვამია გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი 20 იანვარს დადო.