ანგელა მერკელმა ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდა
ანგელა მერკელმა ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ესპანეთში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც მერკელმა აღნიშნა, ევროპაში უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის დაყოფას.

მერკელის თქმით, ევროკავშირში პრობლემები შეიქმნება, თუ ცალკეული წევრები ეროვნულ ინტერესებს საერთო ევროპულ წარმატებაზე მაღლა დააყენებენ.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირის ერთიანობა მნიშვნელოვანია გარე ძალებთან გასამკლავებლად.

„როგორ გავუმკლავდებით ჩინეთის აღზევებას, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა, დამოკიდებული იქნება ევროპის ერთიანობაზე“, – განაცხადა მერკელმა.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი დღეს ევროპის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის კარლოს მეხუთეს სახელობის პრემიით დააჯილდოვეს. ცერემონიალს ესწრებოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.