ანგელა მერკელმა, ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობები განიხილეს
ანგელა მერკელმა, ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობები განიხილეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ვიდეო-ფორმატის გამოყენებით შეხვედრა გამართეს, სადაც ევროკავშირ-ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

„მხარეებმა საერთაშორისო ვაჭრობაზე, კლიმატის ცვლილებებსა და ბიომრავალფეროვნებაზე ისაუბრეს“, – განაცხადა გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა.

„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. პანდემიის პირობებში, ოფიციალური პეკინი მზადაა ჰუმანიტარული კონტაქტების გასააქტიურებლად კავშირების ოპტიმიზაციისთვის. ჩინეთი მზადაა ეკონომიკური ღიაობის პოლიტიკის გასაძლიერებლად. იმედი მაქვს, ევროპული მხარე საბაზრო პრინციპების მიმართ პატივისცემას გამოიჩენს და უზრუნველყოფს სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული ატმოსფეროს შექმნას ჩინური კომერციული კომპანიებისთვის“, – აღნიშნა სი ძინპინმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას.