ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა დანიასა და აშშ-ს მოუწოდეს, მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთონ
ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა დანიასა და აშშ-ს მოუწოდეს, მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთონ

ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა დანიასა და აშშ-ს მოუწოდეს, გააკეთონ განმარტებები მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით. საუბარია, მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის დახმარებით, ევროპელ მაღალჩინოსნებზე 2012-2014 წლებში, მიყურადებას აწარმოებდა.

მაკრონის თქმით, მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია და ისინი სრულ ღიაობას მოელიან დანიური და ამერიკული მხარისგან. გერმანიის კანცლერის თქმით, მიუღებელია მეგობრებზე ჯაშუშობა.

ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა აღნიშნული განცხადება ფრანგულ-გერმანული მინისტერიალის საბჭოს სხდომის ფარგლებში გააკეთეს, რომელსაც მერკელი კანცლერის რანგში ბოლოჯერ დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ 16 წლიანი მმართველობის შემდეგ, მერკელი კანცლერის პოსტს სექტემბერში დატოვებს.

ფრანგულ-გერმანული საბჭოს სხდომაზე, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენაზე, საგარეო პოლიტიკასა და ისეთ საერთაშორისო კრიზისებზე იმსჯელეს, როგორიცაა ბელარუსისა ისრაელის შემთხვევები.