ანგელა მერკელის განცხადებით, ჯერ კიდევ 2001 წელს გააცნობიერა, რომ ვლადიმერ პუტინთან სერიოზული უთანხმოება აქვს
ანგელა მერკელის განცხადებით, ჯერ კიდევ 2001 წელს გააცნობიერა, რომ ვლადიმერ პუტინთან სერიოზული უთანხმოება აქვს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ჯერ კიდევ 2001 წელს გააცნობიერა, რომ პუტინთან სერიოზული უთანხმოება აქვს. ამის შესახებ განცხადება ანგელა მერკელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩემთვის ყოველთვის ცხადი იყო, ჯერ კიდევ 2001 წელს, როდესაც პუტინი ბუნდესტაგში საუბრობდა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოებები. რუსეთის პრეზიდენტისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა სამწუხარო მოვლენაა, ჩვენთვის კი პირიქით. ჩვენ გვიხარია ცივი ომის დასრულება, გერმანული და ევროპული ერთიანობა“, – განაცხადა მერკელმა.

ინტერვიუში გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ მას არასდროს წარმოედგინა, რომ პუტინი მოახდენდა ყირიმის ანექსიას და უკრაინის აღმოსავლეთით, ევროკავშირის მეზობლად დაიწყებოდა საომარი შეტაკებები.