ანგელა მერკელი აზერბაიჯანში ჩავიდა
ანგელა მერკელი აზერბაიჯანში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ბაქოში იმყოფება.

გერმანიის დელეგაცია კანცლერის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის მთავრობას შეხვდა.

ანგელა მერკელმა სომხეთში ვიზიტის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

გერმანიის კანცლერმა ტურნე კავკასიაში საქართველოდან დაიწყო და დღეს, ბაქოში დაასრულებს.